petriwis portali

ავტორები

გიორგი ხუროშვილი

გიორგი ხუროშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

გიორგი ხუროშვილმა 2010 წელს მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2012 წელს კი, ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014-2016 წლებში იყო პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) დოქტორანტი. 2017 წლის იანვარში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

2012 წლიდან გიორგი ხუროშვილი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2013-2014 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. 2016 წლიდან კი არის მიწვეული პროფესორი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. 

2016-2021 წლებში გიორგი ხუროშვილი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2021 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 2016 წლიდან იგი არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი, 2017 წლიდან კი არქივის დირექტორის მოადგილე. 2017 წლის მაისში იგი ლექციებს კითხულობდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).

გიორგი ხუროშვილი არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია.   

წვლილი