petriwis portali

ავტორები

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი

2001 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის კათედრის ლაბორანტად.

2004 წლის 14 აგვისტოს დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში აღკვეცილ იქნა ბერად. 2004 წლის 22 აგვისტოს აკურთხეს დიაკვნად. ამავე წლის 28 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზონად და განწესებულ იქნა სარკინეთის წმიდა ბასილი დიდისა და გომარეთის წმიდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრად.

2005 წლის სექტემბრიდან ინიშნება ქციის მარადქალწულ მარიამის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2010 წელს დაინიშნა დმანისის სიონის საკათედრო ტაძართან არსებული მამათა მონასტრისა და ქ. დმანისის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

2011 წლის 4 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვებულ იქნა გამშვენებული ჯვრით.

2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში.

2017 წლის 11 ივნისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრით.

2018 წლიდან სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. ამავე წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.

არქიმანდრიტი დიონისე არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი და მთარგმნელი, მისი კვლევის სფეროებია: ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული ჰერმენევტიკა, აღმოსავლური პატრისტიკა. 

წვლილი