petriwis portali

სტუმარი პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

სტუმარი პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

21.02.2020

2020 წლის 14-20 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორი, დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი.

დეკანოზმა ფილიპ ლემსტერსმა, ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ამ შეხვედრებზე განხილული იქნა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში 17, 18 და 19 თებერვალს დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა წაიკითხა შემდეგი ლექციები:

  • „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“;
  • „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“;
  • „სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსები მართლმადიდებლობაში“.

ვიზიტის დასასრულს დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა აღნიშნა:

ჩემთვის სასიხარულოა ამ უნივერსიტეტში ვიზიტი, ლექციების ფარგლებში უაღრესად საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც. ვფიქრობ ჩვენს ორ ინსტიტუციას შორის თანამსრომლობას დიდი პერსეპქტივები აქვს“.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის მაისში სემინარიის პრეზიდენტის დეკანოზ ჩად ჰეტფილდის უნივერსიტეტში ვიზიტისას გაფორმდა.