2020 წლის 14-20 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორი, დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი.
დეკანოზმა ფილიპ ლემსტერსმა, ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ამ შეხვედრებზე განხილული იქნა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში 17, 18 და 19 თებერვალს დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა წაიკითხა შემდეგი ლექციები:
ვიზიტის დასასრულს დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა აღნიშნა:
„ჩემთვის სასიხარულოა ამ უნივერსიტეტში ვიზიტი, ლექციების ფარგლებში უაღრესად საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც. ვფიქრობ ჩვენს ორ ინსტიტუციას შორის თანამსრომლობას დიდი პერსეპქტივები აქვს“.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის მაისში სემინარიის პრეზიდენტის დეკანოზ ჩად ჰეტფილდის უნივერსიტეტში ვიზიტისას გაფორმდა.