petriwis portali

ავტორები

ნორბერტ ვასცეკი

ნორბერტ ვასცეკი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ნორბერტ ვასცეკმა, 1978 წელს, მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ბოხუმის უნივერსიტეტში. 1980 წელს მიიღო ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი სტირლინგის უნივერსიტეტისგან, ხოლო, 1984 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.

1985-1987 წწ. იყო ეკონომიკური იდეების ისტორიის მკვლევარი ჰანოვერის უნივერსიტეტში, ხოლო, 1987-1988 წლებში იყო ბოხუმის ჰეგელის არქივის მკვლევარი. 1988-1991 წლებში იყო ერლანგენის უნივერსიტეტის მიწვეული პორფესორი. 1991-2002 წლებში ნორბერტ ვასცეკი, მიწვეული პროფესორის სტატუსით, ლექციებს კითხულობდა ოკლანდის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტებში. 1998 წელს მან შეასრულა ჰაბილიტაცია პარიზის უნივერსიტეტში (პანთეონ-სორბონი).

2003 წლიდან დღემდე, ნორბერტ ვასცეკი არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი თანაავტორი და რედაქტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა. 2019 წელს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა მას კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიანიჭა.