ნორბერტ ვასცეკმა, 1978 წელს, მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ბოხუმის უნივერსიტეტში. 1980 წელს მიიღო ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი სტირლინგის უნივერსიტეტისგან, ხოლო, 1984 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.
1985-1987 წწ. იყო ეკონომიკური იდეების ისტორიის მკვლევარი ჰანოვერის უნივერსიტეტში, ხოლო, 1987-1988 წლებში იყო ბოხუმის ჰეგელის არქივის მკვლევარი. 1988-1991 წლებში იყო ერლანგენის უნივერსიტეტის მიწვეული პორფესორი. 1991-2002 წლებში ნორბერტ ვასცეკი, მიწვეული პროფესორის სტატუსით, ლექციებს კითხულობდა ოკლანდის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტებში. 1998 წელს მან შეასრულა ჰაბილიტაცია პარიზის უნივერსიტეტში (პანთეონ-სორბონი).
2003 წლიდან დღემდე, ნორბერტ ვასცეკი არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი თანაავტორი და რედაქტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა. 2019 წელს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა მას კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიანიჭა.