petriwis portali

ავტორები

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1977 წელს კი, ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა.

1977-1984 წლებში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის განყოფილების მთარგმნელი.

1985-1999 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ 2006 წლამდე კი, მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2009 წწ. იყო იმავე ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგის მოადგილე.

1991-2002 წწ. იყო თბილისის პოლიტოლოგიისა და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტის პედაგოგი. 2000-2002 წლებში კი, მუშაობდა პედაგოგად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010-2020 წწ. იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე.

1999-2020 წწ. იყო საქართელოში ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტის წევრი. 2007-2020 წწ. იყო სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ ერთ-ერთი რედაქტორი.

2013 წელს პროფ. დოდო ლაბუჩიძე საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრომ ფრანგულ ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დააჯილდოვა.

2015-2020 წწ. იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორი.