petriwis portali

ავტორები

უდო რაინჰოლდ იეკი

უდო რაინჰოლდ იეკი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

უდო რაინჰოლდ იეკმა 1992 წელს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, კურტ ფლაშის ხელმძღვანელობით, ხოლო 2002 წელს კი – ჰაბილიტაცია. 2008-2010 წლებში იგი იყო ლიუნებურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მეცნიერების ისტორიის განხრით.

ამჟამად მოღვაწეობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორად (ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა განხრით); არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის უცხოეთის განყოფილების გამგე. 2017 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 

უდო რაინჰოლდ იეკი არის XIV საუკუნის მნიშვნელოვანი (ნეო)პლატონიკოსის, ბერთოლდ მოსბურგელის „პროკლეს-კომენტარის“ ვრცელი ტექსტის ერთ-ერთი გამომცემელი და საყოველთაოდ ცნობილი ინტერპრეტატორი. მასვე ეკუთვნის არისტოტელესა და ავგუსტინეს დროის თეორიის შუა საუკუნეების აზროვნებაში (უწინარეს ყოვლისა, არაბულ, ებრაულ, ბიზანტიურ და ლათინურ ენობრივ სივრცეში) არსებული რეცეფციების ორიგინალური ინტერპრეტაცია.

უდო რაინჰოლდ იეკი არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ენებზე. უდო იეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია, გერმანული იდეალიზმი, XX საუკუნის ფილოსოფია (ჰაიდეგერი), სოციალური ფილოსოფია, მეცნიერების ისტორია, ნეიროფილოსოფია.