petriwis portali

ავტორები

ირაკლი კახიძე

ირაკლი კახიძე

ასოცირებული პროფესორი

ირაკლი კახიძემ 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგის კვალიფიკაციით. 2009 წელს მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2009-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. 2011 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.

2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით. 2015 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

2019 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ირაკლი კახიძე არის 12 ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: სოციოლოგიის კვლევის მეთოდები, პოლიტიკური სოციოლოგია, ძალაუფლების სოციოლოგია, ინფორმაციული საზოგადოების სოციოლოგია და სოციალური მედია.