petriwis portali

ავტორები

ლალი ზაქარაძე

ლალი ზაქარაძე

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ლალი ზაქარაძემ 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში (სადისერტაციო ნაშრომის თემა: „სიკეთის იდეა ქართულ  ნეოპლატონიზმში“).

1996-1997 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო, 1997-2006 წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2004-2005 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 2006-2009 წწ. იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2004-2008 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2010-2012 წწ. კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი.

2010-2013 წლებში, იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სრული პროფესორი, 2013 წლიდან კი, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტს.

2007 წლიდან დღემდე ლალი ზაქარაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის განყოფილების გამგეა.

2014 წლიდან ლალი ზაქარაძე არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ლალი ზაქარაძე არის საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის წევრი, „აზიური ფილოსოფიური საზოგადოების“ წევრი (გერმანია), „იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების“ წევრი.

ლალი ზაქარაძე არის 100-ზე მეტი ნაშრომი ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია.