როლფ შოკის პრემიის 2020 წლის ლაურეატები ფილოსოფიასა და ლოგიკაში

როლფ შოკის პრემიის 2020 წლის ლაურეატები ფილოსოფიასა და ლოგიკაში

25.03.2020

2020 წლის როლფ შოკის პრემია ფილოსოფიასა და ლოგიკაში, დარგის განვითარებში შეტანილი წვლილისათვის, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორებს დაგ პრავიცს და პერ მარტინ-ლოფს გადაეცათ, ორივე მათგანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა თეორიულ ფილოსოფიასა და ლოგიკაში, კერძოდ კი, მტკიცებულების თეორიისა და მათემატიკის კონსტრუქტივისტული ფილოსოფიის მიმართულებით.

შოკის პრემიის მოცულობა 400 000 შვედურ კრონას (დაახ. 41 000 ევროს) შეადგენს, ის დააფუძნა შვედმა ფილოსოფოსმა და ხელოვანმა როლფ შოკმა და გაიცემა ისეთ სფეროებში როგორიცაა: ლოგიკა და ფილოსოფია, მათემატიკა, ვიზუალური ხელოვნება და მუსიკალური ხელოვნება. პრემიას შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია გასცემს.