გამოიცა ჟურნალ „უფლის ციხის“ მე-5-ე ნომერი

გამოიცა ჟურნალ „უფლის ციხის“ მე-5-ე ნომერი

18.03.2020

გამოვიდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ რეფერირებად ჟურნალ „უფლის ციხის“ მე-5-ე ნომერი. ჟურნალი 2010 წლიდან გამოდის, მისი მთავარი რედაქტორია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ჟურნალი აერთიანებს ღვთისმეტყველების, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სექციებს. ჟურნალის ახალ ნომერში შესულია ცნობილი ქრისტიანი ღვთსმეტყველების ტექსტების ქართული თარგმანები და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველი მკვლევრების სტატიები:

ღვთისმეტყველება

  • წმ. თეოფანე დაყუდებული - „როგორ შევითვისოთ სიტყვა ღვთისა“. ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა
  • არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) – „რწმენის შესახებ“. ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა
  • დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - „ფილოსოფია და თეოლოგია მსოფლიო საეკლესიო კრებათა ეპოქის ბიზანტიური აზროვნების სისტემაში“. ქართულად თარგმნა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ
  • გიორგი ცინცაძე - „გამოცხადება“

ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები

  • არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე - „ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ურთიერთმიმართება იუსტინე მარტვილის მიხედვით“
  • ქრისტიან ვილდბერგი - „დავითი“. ქართულად თარგმნა ბესიკ მაშავამ
  • ირაკლი კახიძე - „ძალაუფლების გაგება თანამედროვე საზოგადოებაში“
  • თენგიზ ირემაძე - „ადამიანის ღირსება და თავისუფლება“
  • უდო რაინჰოლდ იეკი - „ევროპა და შუა საუკუნეების ქართული საკრალური არქიტექტურა“. ქართულად თარგმნა გიორგი თავაძემ.
  • მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – „თეიმურაზ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი“
  • გიორგი ხუროშვილი - „ფედერალისტური წერილები - პოლიტიკური თეორია პრაქტიკაში“
  • ლალი ზაქარაძე - „განათლება და ტოლერანტობა“