ამერიკელი ფილოსოფოსის წიგნი 2020 წლის პროზის პრემიის მფლობელი გახდა

ამერიკელი ფილოსოფოსის წიგნი 2020 წლის პროზის პრემიის მფლობელი გახდა

04.03.2020

2020 წლის 4 მარტს, ამერიკის გამომცემელთა ასოციაციამ გამოავლინა წლევანდელი პროზის პრემიის ლაურეატები. მათ შორის არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის პროფესორი ავგუსტინ რაიო, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო წიგნისთვის „პარადოქსის ზღვარზე“. 

პროფესორ რაიოს წიგნი - „პარადოქსის ზღვარზე: ფილოსოფიისა და მათემატიკის გადაკვეთის მთავარი მომენტები“ - 2019 წელს გამოსცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამომცემლობამ. წიგნში განხილულია უსასრულობისა და გაზომვის თეორიები, კოსმოლოგიის საკითხები, ფილოსოფიისა მათემატიკის ურთიერთმიმართების ასპექტები.