დეკანოზი ამბროსი ხოშტარია

დეკანოზი ამბროსი ხოშტარია

ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი

1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მოიპოვა  ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. 1994-2000 წლებში მუშაობდა ქ. ფოთის არქიტექტურის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე.

2002-2015 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქ. ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში. 2003 წლის 6 აპრილს იკურთხა დიაკონად. 2004 წლის 23 ნოემბერს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა. 2010 წლის 27 იანვარს აყვანილ იქნა დეკანოზის პატივში.

2013 წლიდან არის ქ. ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური. ამავე წელს დაინიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივნად. ხოლო, 2015 წლიდან არის ფოთის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე. ამავე წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.

2019 წელს მოიპვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ამავე წლიდან იგი სწავლობს ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

დეკანოზ ამბროსი ხოშტარიას სწავლების სფეროებია: ახალი აღთქმა და კანონიკური სამართალი.