1996 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, კომუნალური მშენებლობისა და მეურნეობის სპეციალობით. 2006 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში მიენიჭა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი.
2005-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასპირანტურაზე. 2006 წლიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის ლექტორი. ამავე წლიდან არის საბურთალოს პანთეონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
2009 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2010 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა რელიგიის ფილოსოფიას. ამავე წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
2009 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, 2014 წლიდან კი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.
დეკანოზი ლევან მათეშვილი არის 30-მდე ნაშრომის ავტორი და რედაქტორი, მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქრისტიანული თეოლოგია, ეკლესიის ისტორია.