ბესიკ მაშავა

ბესიკ მაშავა

ფილოსოფიის დოქტორი

ბეისკ მაშავამ, 2013 წელს, მოიპოვა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავე წელს მან მოიპოვა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიის სპეციალიზაციით ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში.

2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი  ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 2022 წელს, ამავე უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე  „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ბესიკ მაშავას შესრულებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და თარგმანი, მისი კვლევის ინტერესებია: ბიზანტიური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია და ახალი დროის ქართული ფილოსოფია.