ჩვენ შესახებ

პეტრიწის პორტალი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური, ელექტრონული პლატფორმა. პორტალის სახელწოდება სათავეს იღებს შუა საუკუნეების დიდი ქართველი ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის ზედწოდებიდან. პორტალი აერთიანებს ფილოსოფიის, თეოლოგიის და სოციალურ მეცნიერებთა სფეროებში მომუშავე ქართველ და უცხოელ მკვლევრებს.

პორტალი მოიცავს შემდეგი კატეგორიის მასალებს:

  • სტატია - ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შესრულებული აკადემიური სტატიები ფილოსოფიის, თეოლოგიის და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
  • თარგმანი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კლასიკური და თანამედროვე ტექსტების თარგმანები.
  • რეცენზია - საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოცემული ახალი წიგნების რეცენზიები.
  • ახალი ამბები/ინტერვიუ - განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მთავარი ამბები; ინტერვიუები ფილოსოფიის, თეოლოგიის და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველ და უცხოელ ინტელექტუალებთან.

პორტალის მიზნებია ქართულ ინტერნეტ სივრცეში კვალიფიციური, აკადემიური ელექტრონული მასალის შექმნა, მუდმივი შევსება და განვითარება; ფილოსოფიის, თეოლოგიის და სოციალური მეცნიერებების პოპულარიზაცია; საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ცნობიერების ამაღლება.