petriwis portali

ავტორები

ბერნარდ ვალდენფელსი

ბერნარდ ვალდენფელსი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ბერნარდ ვალდენფელსი დაიბადა 1934 წელს. იგი სწავლობდა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და თეოლოგიას ბონის, ინსბრუკისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1959 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში. 1960-1962 წლებში, პარიზის უნივერსიტეტში, სწავლობდა ფრანგულ ფილოსოფიას პოლ რიკიორთან და მორის მერლო-პონტისთან. 1967 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტში შეასრულა ჰაბილიტაცია, აქვე, ასწავლიდა ფილოსოფიას 1976 წლამდე. 1976-1999 წლებში იგი იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ამჟამად, არის ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ემირიტუსი პროფესორი.

სხვადასხვა წლებში ბერნარდ ვალდენფელსი იყო როტერდამის, პარიზის, ნიუ-იორკის, პრაღისა და ვენის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. იგი არის გერმანიის ფენომენოლოგიური კვლევის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1994-1996 წლებში იყო ამ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ბერნარდ ვალდენფელსი არის 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მისი ნაშრომები გამოცემულია მსოფლიოს 17 ენაზე.