petriwis portali

ავტორები

დავით თინიკაშვილი

დავით თინიკაშვილი

ისტორიის დოქტორი

დავით თინიკაშვილმა 2003 წელს მოიპოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სემინარიის თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. 2011 წელს მიიღო თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2015 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ-პოლიტიკური ურთიერთობა მე-11-13 საუკუნეებში“ და მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2014-2018 წლებში, სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევების ფარგლებში, დავით თინიკაშვილი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებდა გენტის უნივერსიტეტში, ფრიბურგის უნივერსიტეტში, ტალინის უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კათოლიკურ კოლეჯში.

2007-2008 წლებში დავით თინიკაშვილი ასწავლიდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. იგი  რამდენიმე სალექციო კურსს უძღვება ისტორიის, რელიგიის კვლევებისა და თეოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2010 წლიდან), გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (2016 წლიდან) და კავკასიის უნივერსიტეტში (2019 წლიდან). 2017 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.

ამჟამად, დავით თინიკაშვილი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინარული კვლევების სკოლის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის მკვლევარი (2020-2021 აკადემიური წელი) პროექტით: „მნიშვნელოვანი ქართული ტრაქტატი (მე-18ს.) დასავლური ქრისტიანობის შესახებ ქართულ-ევროპული ურთიერთობების კონტექსტში“.

დავით თინიკაშვილის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ეკლესიის ისტორია, თეოლოგია, ქართულ-ევროპული ისტორიული ურთიერთობები, რელიგია და ათეიზმი, რელიგია და მეცნიერება, სიკვდილს მიახლოებული გამოცდილების (NDE) კვლევები. იგი არის 90-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და მთარგმნელი.

წვლილი