petriwis portali

ავტორები

ჟილ მარმასი

ჟილ მარმასი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ჟილ მარმასმა 1992 წელს დაამთავრა „პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა“ ფილოსოფიის სპეციალობით. მოგვიანებით, მან მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი პარიზის უნივერსიტეტში (პანთეონ-სორბონი), 2001-2002 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა ამავე უნივერსიტეტში, ხოლო 2002-2004 წლებში იყო ჟან მულენის სახელობის ლიონის უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიის მიმართულებით. 2004-2014 წლებში იგი იყო პარიზის უნივერსიტეტი IV-ის ფილოსოფიის ლექტორი.

2014 წლიდან ჟილ მარმასი არის პუატიეს უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით, აქვე იგი ხელმძღვანელობს გერმანული მეტაფიზიკისა და პრაქტიკული ფილოსოფიის შემსწავლელ ცენტრს. საქართველოში პროფესორი მარმასი მჭიდროდ თანამშრომლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტთან.

ჟილ მარმასის კვლევისა და სწავლების სფეროებია ევროპული ფილოსოფიის ისტორია, გერმანული იდეალიზმი და ჰეგელის ფილოსოფია. იგი არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და გამომცემელი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე.