petriwis portali

ავტორები

ჰელმუტ შნაიდერი

ჰელმუტ შნაიდერი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ჰელმუტ შნაიდერი 1988-2003 წ.წ.-ში იყო ჰეგელის არქივის (ბოხუმი, გერმანია) დირექტორი. იგი არის ჰეგელის ფილოსოფიისა და გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარი.

1971 წელს პროფესორმა შნაიდერმა აღმოაჩინა ჰეგელის „ლოგიკის მეცნიერების“ პირველი ტომის მე-2-ე, 1832 წლის გამოცემა, რითაც ჰეგელის ლოგიკის კვლევისათვის ახალი ტექსტუალური ბაზისი შეიქმნა. 1978 წელს მან აღმოაჩინა „გერმანული იდეალიზმის სისტემის უძველესი პროგრამა“, რომელიც მანამდე დაკარგულად ითვლებოდა. ჰელმუტ შნაიდერის მონაპოვარს წარმოადგენს, აგრეთვე, ჰეგელის ესთეტიკის ლექციების ჩანაწერების (1820-1821 წ.წ.) ერთადერთი ვერსიის აღმოჩენა და გამოცემა.

ჰელმუტ შნაიდერი არის ჰეგელის კვლევისადმი მიძღვნილი ცნობილი სამეცნიერო გამოცემების „ჰეგელიანასა“ და „ჰეგელის წელიწდეულის“ რედაქტორ-გამომცემელი. 1991 წელს მან დააარსა „აზიური ფილოსოფიის შემსწავლელი საზოგადოება“, რომელიც ინტერკულტურულ (ევროპულ-აზიურ) ფილოსოფიურ კვლევებს ახორციელებს.

ჰელმუტ შნაიდერი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, არის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ამჟამად, პროფესორი შნაიდერი მოღვაწეობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და კასელის უნივერსიტეტში.