petriwis portali

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახალი პუბლიკაცია

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახალი პუბლიკაცია

22.06.2020

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა გამოსცა ახალი პუბლიკაცია: „ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება)“. კრებულის რედაქტორები არიან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე და ასოც. პროფესორი გიორგი ხუროშვილი. კრებული აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მკვლევართა და დოქტორანთა სტატიებს, მასში შესულია დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის მასალები. აღნიშნული კონფერენცია 2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 დოქტორანტი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებიდან.