petriwis portali

გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი იენს ჰალფვასენი გარდაიცვალა

გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი იენს ჰალფვასენი გარდაიცვალა

15.02.2020

2020 წლის 14 თებერვლას, 61 წლის ასაკში, ჰაიდელბერგში გარდაიცვალა გერმანელი ფილოსოფოსი იენს ჰალფვასენი. იგი მრავალი წლის მანძილზე იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები პლატონის ფილოსოფიის, ნეო-პლატონიზმის და ფრიდრიხ ჰეგელის აზროვნების შესახებ. 

პროფესორი ჰალფვასენი იყო ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მეცნიერებათა აკადემიის ჰეგელის კომისიის წევრი, ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ა.შ. 2003 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად მაინცის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიამ იენს ჰალფვასენი რუდოლფ მეიმბერგის პრემიით დააჯილდოვა.