petriwis portali

გურამ თევზაძე - 90

გურამ თევზაძე - 90

30.01.2022

2022 წლის 30 იანვარს გამორჩეულ ქართველ ფილოსოფოსს გურამ თევზაძეს (1932-2018 წწ.) 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა გამოსცა გურამ თევზაძის გამოკვლევები კანტიანური ფილოსოფიის შესახებ, რომლებიც უცხოენოვან ფილოსოფიურ გამოცემებში XX საუკუნის ბოლო მეოთხედში გამოქვეყნდა. თარგმნილი ტექსტები გამოსაცემად მოამზადა არქივის დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ. გამოცემას თან ერთვის პროფ. ირემაძის წინათქმა, სადაც მიმოხილულია გურამ თევზაძის როლი საქართველოში კანტიანური კვლევების განვითარების საქმეში. საკუთრივ ტექსტები გერმანულიდან თარგმნა თავად პროფ. თენგიზ ირემაძემ, ხოლო რუსულიდან ასისტენტ-პროფესორმა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა.