petriwis portali

ავტორები

გიორგი გიგაური

გიორგი გიგაური

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი გიგაური არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი ერაყში.

ამჟამად იგი არის გაეროს მიგრაციის ქსელის კოორდინატორი და გაეროს გრძელვადიანი ამოცანების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ერაყში. ერაყში დანიშვნამდე ის იყო IOM-ის მისიის უფროსი ბანგლადეშში, სადაც იგი ასევე იყო როჰინჯა ლტოლვილთა ჰუმანიტარული კრიზისის გაეროს (თანა)კოორდინატორი.

მანამდე იგი მსახურობდა IOM-ის მისიის უფროსად პაპუა-ახალ გვინეაში, სადაც მუშაობდა მშვიდობის მშენებლობაზე და ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციებზე, მათ შორის 2015 წლის გვალვის კრიზისზე. გიორგი გიგაურს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა აზია-წყნარი ოკეანისა და აღმოსავლეთ ევროპაში.

გიორგი გიგაურმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია კი დაიცვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით. იგი ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამეცნიერო-კვლევითი სტატიების ავტორი.