petriwis portali

ავტორები

მამია სურმავა

მამია სურმავა

ფილოსოფიის დოქტორი, ასოც. პროფესორი

1992-1999 წწ. მამია სურმავა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1995 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად გახლავთ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

მამია სურმავას ინტერესების სფერო მოიცავს ახალი დროის ფილოსოფიას, XX საუკუნის ფილოსოფიას, ბრიტანულ ჰეგელიანელობას, ონტოლოგიას, ცნობიერების ფილოსოფიას, ენის ფილოსოფიას, პოლიტიკის ფილოსოფიას. იგი არის ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.