დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა 1984 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ბეილორის უნივერსიტეტში, 1987 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი რაისის უნივერსიტეტში, ხოლო 1990 წელს დიუკის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1993-1995 წლებში იგი იყო მისურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2001 წლიდან არის მაკმიურეის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით, 2010-2015 წლებში იგი იკავებდა ამავე უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და რელიგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას. 2016 წლიდან არის ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორი ქრისტიანული ეთიკის მიმართულებით. დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი არის აშშ-ში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური.
დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის კვლევისა და სწავლების სფეროებია ქრისტიანული ეთიკის საკითხები, ომისა და მშვიდობის ეთიკა, ბიოეთიკა. იგი არის 100-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.