petriwis portali

ავტორები

ზაზა ფირალიშვილი

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ზაზა ფირალიშვილი 1974-79 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1990 წელს აკადემიკოს გურამ თევზაძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ადამიანის ეთიკური კონცეფცია იოჰან გოტლიბ ფიხტეს იდეალიზმში“. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფაუსტური სულის პრობლემა იოჰან გოტლიბ ფიხტეს ეთიკურ იდეალიზმში“.

2003 წელს ფულბრაიტის პროგრამით იმყოფებოდა სანტა ბარბარას უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია). 2004-2005 წლებში იყო მიწვეული პროფესორი ნანზანის უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია), სადაც ახალ იაპონურ რელიგიურ მოძრაობებს იკვლევდა. 2005 წელს იყო ტოკიოში ჩატარებული რელიგიის ისტორიის მსოფლიო ასოციაციის მსოფლიო კონგრესის მონაწილე და პირველი ქართველი მომხსენებელი.

1990 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, პროფესორად და ბოლოს - სრულ პროფესორად. თსუ-ში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას რელიგიის ფენომენოლოგიაში. 1990-1991 წლებში კითხულობდა ლექციებს თსუ ახალციხის ფილიალში. 2001-2005 წლებში იყო თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

2009 წლიდან მუშაობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად უკავია მთავარი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა და კითხულობს ლექციების სამ კურსს ფილოსოფიურ დისციპლინებში. 2008 წელს მისი წიგნი „ფრაგმენტული მედიტაციები იერონიმუს ბოსხის მხატვრობაზე“ ნომინირებული იყო ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. 2016 წელს მისმა წიგნმა „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“. ზაზა ფირალიშვილს გამოცემული აქვს ათი წიგნი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.